ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებებისა და პრიორიტეტების გამოსავლენად მათთან ინტენსიური კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების პროცესი მოიცავდა საჯარო ღონისძიებებისა და შეხვედრების სერიას, რომლებიც მოწყობილი იქნა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში. ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ყველა ეტაპზე PRD პროექტის გუნდი აქტიურად თანამშრომლობდა ლაგოდეხის LAG-ის გენერალურ ასამბლეასა და დირექტორთა საბჭოსთან.

ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად გამოყენებული იქნა შემდეგი დოკუმენტებში წარმოდგენილი ინფორმაცია:

  • კახეთის რეგიონული განვითარების სტრატეგია
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტები (2016-2018)
  • სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020
  • სოფლის განვითარების ხედვა, რომელიც FAO-ს მხარდაჭერით მომზადდა
  • საქართველოში ტურიზმის განვითარების სტრატეგია 2015-2025
  • ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების სტატისტიკური მონაცემები.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გაანალიზდა, რათა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის ამოცანები და პრიორიტეტები შესაბამისობაში ყოფილიყო რეგიონისა და ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებსა და პოლიტიკასთან. 

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შესამუშავებლად გამოყენებული მიდგომა შემდეგ ოთხ ძირითად ფაზას მოიცავს:

ფაზა 1: შედეგები - არსებული  პრობლემების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სოფლებში (მონაცემების შეგროვება)

ფაზა 2: შედეგები -  ადგილობრივი საჭიროებების (პრობლემების 52 პუნქტიანი ჩამონათვალი) შესახებ ინფორმაციის კლასიფიცირება

ფაზა 3: შედეგები - 4  ამოცანისა & 12 სტრატეგიული მიმართულების დადგენა. 

ფაზა 4: შედეგები -  საბოლოო პრიორიტეტების გამოვლენა.

იხილეთ ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია სრულად:

PDF