საგრანტო კომპონენტი პროექტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს. იგი მხარს უჭერს სხვადასხვა სექტორების ინიციატივებს, როგორიცაა: კომერციული სასოფლო-სამეურნეო, კომერციული არა- სასოფლო-სამეურნეო, სოციალური, სოციალური ინფრასტრუქტურა, ტურიზმი და კულტურა. ყველა ეს ინიციატივა თანხვედრაშია ადგილობრივი განვითარების უკვე შემუშავებულ და გავრცელებულ სტრატეგიასთან. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი განსაზღვრავს კონკურსში მონაწილეობისათვის ძირითად კრიტერიუმებს, პირობებს და მოთხოვნებს. ამ პროცესის ხელშესაწყობად გან საზღვრულია შემდეგი ღონისძიებები:

1. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების მიერ განმცხადებლებისათვის საგრანტო სახელმძღვანელოს მომზადება საგრანტო კონკურსისათვის კრიტერიუმების განსასაზღვრად

2. თემებში შეხვედრების გამართვა საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში

3. იდეების კონკურსის გამოცხადება

4. საგრანტო კომისიის შეხვედრები და იდეების შერჩევა ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრების მიერ

5. საპროექტო განაცხადების კონკურსის გამოცხადება

6. წარმატებული პროექტების შერჩევა ექსპერტების და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრების მიერ

7. შერჩეული პროექტების დაფინანსება

8. პროექტის განხორციელების მონიტორინგი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრების მიერ.

საგრანტო კონკურსი იყოფა ორ ეტაპად:

  • იდეების წარდგენა
  • სრულყოფილი განაცხადების წარდგენა
 
საგრანტო კონკურსებთან დაკავშირებული ინფორმაცია ვრცელდება სპეციალური საინფორმაციო კამპანიის მეშვეობით. საჭირო დოკუმენტები ქვეყნდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფის გვერდზე, ასევე ხელმისაწვდომია სხვა შესაბამის ვებგვერდების მეშვეობითაც.