ქეა საერთაშორისო კავკასიაში ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს: "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში (RDP) ", რომელიც არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის (მეორე ფაზა) “ENPARD - სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში“ გაგრძელება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს აღმავალი საზოგადოებაზე ორიენტირებული სოფლის განვითარების მიდგომა, რომელიც მხარს დაუჭერს  სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

პროექტი "სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში" ქეას მიერ 2015 წლიდან ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და მისი მიზანია წვლილი შეიტანოს სოფლად სიღარიბის შემცირებაში, დასაქმების და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. სოფლის განვითარებისთვის თანამონაწილეობითი და თანამშრომლობითი მოდელის შექმნით, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ გამოცდილებას, პროექტი ხელს უწყობს სოფლად არასაფერმერო წარმოების გაფართოვებას ისევე როგორც სასოფლო-სამეურნეო სექტორის მოდერნიზაციას, რათა გაიზარდოს სოფლად შემოსავლის მიღების შესაძლებლობები.

პროექტი პასუხობს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების გაძლიერებით და  ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საშუალებით, გარემოს და გენდერის საკითხების გათვალისწინებით. ეს ემსახურება ინოვაციური სოფლის მეურნეობისა და სხვა ინიციატივების განხორციელების წახალისებას.

"სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" არის ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ნაწილი. პროგრამის მიზანია დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში. პროექტი ეფუძნება ევროპულ ”ლიდერ” (LEADER) მოდელს.  LEADER არის ფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება როგორც ქმედებათა კავშირი სოფლის ეკონომიკისა და განვითარებისთვის, და გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას თავიანთი ტერიტორიული არეალის განვითარებაში.