ადგილობრივი განვითარება და რეგიონში სიღარიბის დონის შემცირება დიდად არის დამოკიდებული ადგილობრივი საჭიროებების მკაფიო ხედვაზე და შემდგომი განვითარების ზომების შეფასებაზე. ამ თვალსაზრისით, სათემო მობილიზაცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასევე აქტიური დიალოგი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგნელებთან სასარგებლოა ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის (ENPARD) მთავარი მიზნების მისაღწევად.

გამოვლინდა ადგილობრივი საჭიროებები და ძირითადი გამოწვევები ადგილზე და გაიმართა ვორქშოპები ადგილობრივი მცხოვრებლების მონაწილეობით. შეიქმნა ადგილობრივი განვითარების  ჯგუფი და ყველა დაინტერესებულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია LEADER მიდგომის არსის შესახებ.
ადგილობრივ განვითარების ჯგუფებში მონაწილეობენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, როგორიცაა: სამოქალაქო სექტორი, ბიზნესის სექტორი, ადგილობრივი ხელისუფლება, ფერმერები, ახალგაზრდები, არასამთავრობო ორგანიზაციები. მასში ჩართვა და მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, რომელიც იზიარებს ჯგუფის ფასეულობებს და სურს წვლილი შეიტანოს განვითარების პროცესში.

ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი შედგება 100 წევრისაგან, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო ორგანოებს, კერძო სექტორს და სამოქალაქო საზოგადოებას. იგი მუშაობს ასოციაციის მსგავსი პრინციპით, რომელსაც მართავს გენერალური ასამბლეა, და დემოკრატიულად არჩეული დირექტორთა საბჭო; ჯგუფის მარეგულირებელი ბაზა განსაზღვრულია მისი წესდებით. CARE-მა ხელი შეუწყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნაში, რომელიც ემყარება კონსულტაციებს ადგილობრივ მოსახლეობასთან და აერთიანებს ადგილობრივ მხარეებს, ადგილობრივ მოთხოვნებს და ტერიტორიულ რესურსს, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ტერიტორიული ერთეულის კონკურენტული უპირატესობების ქმედითი გამოყენება.

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი არის ფიზიკურ პირთა, იურიდიული პირების და სახელმწიფო ორგანიზაციების, საზოგადოებრივ საწყისებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, აპოლიტიკური, მიუკერძოებელი და დემოკრატიული ასოციაცია, რომელიც ახდენს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თემების მობილიზაციას, და თანამშრომლობისა და პოტენციალის გაძლიერების მეშვეობით ხელს უწყობს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შექმნასა და განხორციელებას. ასოციაცია გამიჯნულია ნებისმიერი პოლიტიკური მიზნებისაგან და არ წარმოადგენს რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებს.