გუნდი
ჯუბა მარუაშვილი
პროექტის მენეჯერი
დახურვა
ჯუბა მარუაშვილი

ჯუბა მარუაშვილი ქეა საერთაშორისო კავკასიაში 2014 წლიდან მუშაობს. ის გახლავთ სოფლის თანამონაწილეობითი განვითარების პროექტის მენეჯერი. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში და ხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში.

ჯუბა მარუაშვილი გასულ წლებში აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა სამოქალაქო ორგანიზაციაში. მისი ინტერესის სფეროებს წარმოადგენს: რეგიონული განვითარება, ღია მმართველობა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ინვესტიციები, კონფლიქტის მოგვარების ეკონომიკური ასპექტების კვლევა და ა.შ.
ის ასევე გახლავთ კომპანია "გლობალ ინვესტ ჯორჯიას დამფუძვნებელი" და აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში. ის ფასილიტაციას უწევს სამთავრობო სტრუქტურებსა და სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებს შორის კომუნიკაციას.


ბოლო წლებში ჯუბა მარუაშვილი გახლდათ საქართველოს პარლამენტში ბიზნესისა და ეკონომის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და აქტიურად მუშაობდა ბიზნესის კანონმდებლობის გაუმჯობესების მიმართულებით. ჯუბა მარუაშვილი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან "სიდა" და მართავდა დევნილთა პრობლემების დაძლევის კუთხით მიმდინარე პროექტებს, ასევე მისი მხარდაჭერით ჩამოყალიბდა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN), რომელიც ქვეყნის მასშტაბით ორმოცზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. 
ის ასევე გახლავთ საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისათვის გამგეობის წევრი.

ჯუბა მარუაშვილი ფლობს პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს. ასევე, გახლავთ ევროპის საბჭოს, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის კურსდამთავრებული.
 

ენები: ქართული, ინგლისური, რუსული

Juba.Maruashvili@care.org

ნინო უგლავა
მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი
დახურვა
ნინო უგლავა

პროექტის "სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში" მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი