ევროკავშირის დაფინანსებით, ქეასა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით, გრძელდება ტრენინგები „პოზიტიური მშობლობის“ თემაზე. 23 მარტს, ლაგოდეხში, ლელიანის ზრადსრულთა განათლების ცენტრში, ჩატარდა შეხვედრები ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ მშობლებთან.

ბავშვები და მშობლები ერთობლივად ანიმაციის შექმნაში იღებენ მონაწილეობას. ტრენინგზე ისინი გაეცნენ ანიმაციის ისტორიას, შექმნეს ანიმაციური პერსონაჟები და კომპიუტერში დაამუშავეს. მათი ნახატების მიხედვით, ანიმაციური ფილმი შეიქმნება. მშობლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრები მათ ბავშვებთან დაახლოებაში ეხმარება.

ამავე დღეს, ჩატარდა შეხვედრები მშობლებთან, რომელთაც ფსიქოლოგმა გააცნო ბავშვთა განვითარების ეტაპები და კრიზისები, და როგორ გაუმკლავდნენ მათ სწორად. მოზარდებთან კი ფსიქოლოგმა ისაუბრა მათთვის აქტუალურ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის კონფლიქტურ სიტუაციებზე და მოგვარების მშვიდობიან გზებზე.

ტრენინგები "პოზიტიური მშობლობის" თემაზე შეირჩა სოფლის განვითარების პროექტის საგრანტო სქემის ფარგლებში, ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით, და ხორციელდება ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მიერ. პირველი შხვედრა 11 იანვარს შედგა. პროექტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხორციელდება და მის ფარგლებში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელები, მეთოდისტები, დაწყებითი სკოლის პედაგოგები და მშობლები გაივლიან ტრენინგებს პოზიტიური მშობლობის თემაზე.