2 მაისს ლაგოდეხის ლაგმა უმასპინძლა ლატვიის ლაგისა და საცხენესნო ბიზნესის წარმომადგენლებს ბორჯომის ლაგის წევრებთან ერთად! ვიზიტი განხორციელდა ბორჯომის, ლაგოდეხის, თეთრიწყაროსა და ლატვიის ლაგებს შორის ოთხმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს საცხენოსნო ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისა და კავშირების დამყარების გზით.