პროექტის პარტნიორები
ENPARD
ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით.
საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, და ასევე ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირის დახმარება შემდეგ ძირითად საკითხებს ითვალისწინებს:
-სოფლის მეურნეობის ინსტიტუტების ეფექტიანობის გაუმჯობესება და მათი დახმარება სოფლის მეურნეობის სექტორის რეფორმირების პროცესში;
-სოფლად დასაქმებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მცირე ფერმერული კოოპერატივების გაძლიერებით და რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით;
-სოფლად სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაციის ხელშეწყობა, განსაკუთრებით ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობით, გარემო პირობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვით.
ავსტრიის განვითარების სააგენტო
სიღარიბესთან ბრძოლა, მშვიდობის დაცვა და გარემოზე ზრუნვა: ეს არის ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) სამი მთავარი ამოცანა. განვითარებად ქვეყნებში საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ADA აფინანსებს დაახლოებით 650 პროექტს და პროგრამას ყოველწლიურად, რომელთა მთლიანი ბიუჯეტი არის 500 მილიონი ევრო.
ETEA- ფონდი განვითარებისა და თანამშრომლობისთვის
ETEA - ფონდი განვითარებისა და თანამშრომლობისთვის წარმოადგენს უნივერსიტეტის ცენტრს, რომელიც მუშაობს კვლევის, ტრეინინგებისა და იმ აქტივობების სფეროში, რომელიც დაკავშირებულია განვითარებასა და თანამშრომლობასთან.
ETEA Foundation- ის განვითარების და თანამშრომლობის პრინციპებია:
ადგილობრივ და გლობალურ დონეზე განვითარებასთან დაკავშირებული კრიტიკული ფაქტორების ანალიზი.
ხელი შეუწყოს სისტემის განმტკიცებას, რითაც დაეხმარება განვითარებისა და თანამშრომლობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ხელი შეუწყოს ადამიანის კაპიტალის შექმნას და სამხრეთში აკადემიის გაძლიერებას.
სწავლებისა და კვლევის სფეროში ჩრდილოეთის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განვითარება.