ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ეთნიკურ უმცირესობებში ხშირია გოგონათა ადრეული ქორწინების შემთხვევები. ეს ფაქტები უმეტესად არასრულწლოვან გოგონათა მიერ განათლების მიტოვებით, დაუსაქმებლობით, ხშირად ასევე,  მათი რეპროდუქციული ჯანმრთელობის პრობლემებით გრძელდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია 'საგა' არის ავტორი სოციალური ინიციატივისა, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას ადრეული ქორწინების, რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში ჩატარდა ღია გაკვეთილები, ტრენინგები, ვიდეოს ჩვენებები, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები ადრეული ქორწინების თემაზე. საკითხს მიეძღვნა გადაცემათა სერია ადგილობრივ რადიოში, ჩატარდა ფლეშ მობი გოგონათა მონაწილეობით.

პროექტის მთლიანი ღირებულებაა 16830 ლარი, აქედან განმცხადებელმა გაიღო 4870 ლარი.