LEADER მიდგომა ევროპის ქვეყნებში წარმატებით მუშაობს, მათ შორის ესპანეთში, სადაც LEADER-ის განხორციელებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა სოფლის განვითარების კუთხით. ესპანეთის მაგალითზე, ევროპული გამოცდილების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისთვის საქართველოში.

პროექტის თანამონაწილე ETEA-ს განვითარებისა და თანამშრომლობის ფონდს გააჩნია ფართო საერთაშორისო გამოცდილება თანამონაწილეობითი ტერიტორიული სასოფლო განვითარების პროექტების რეალიზების თვალსაზრისით და წარმოადგენს ერთ-ერთ დაინტერესებულ მხარეს ესპანეთის სამხრეთში ლიდერ-ის პროგრამის იმპლემენტაციის, განვითარების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. აღნიშნული ხორციელდება ადგილობრივი განვითარების ჯგუფების მხარდაჭერით და ითვალისწინებს რეგიონული მთავრობისთვის დაგეგმვისა და ანალიზის დოკუმენტების მომზადებას.

ენპარდის ფარგლებში შეიქმნა ქართულ და ევროპულ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს შორის საკონსულტაციო და გამოცდილების გაზიარების პლატფორმა. 2016 წლის მაისში ესპანეთში განხორციელებული სასწავლო ვიზიტი წარმოადგენს კარგ პრაქტიკულ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ისარგებლოს ახალშექმნილმა ქართულმა ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ესპანურ ჯგუფთან კონსულტაციითა და გამოცდილების გაზიარებით. დამატებით, შედგა ესპანური ადგილობრივი განვითარების ჯგუფების რამდენიმე ვიზიტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რის ფარგლებშიც როგორც ქართულ ისე ესპანურ ადგილობრივი განვითარების ჯგუფებს ჰქონდათ საკუთარი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა. შესაბამისად, ჩამოყალიბებულმა პლატფორმამ ქართულ და ესპანურ ად- გილობრივი განვითარების ჯგუფებს შეუქმნა ერთმანეთთან კომუნიკაციისა და ახალი კონტაქტების დამყარების, ასევე ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და ერთმანეთთან არსებული კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა.